მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში, სლავური დღესასწაულის - „მასლენიცსადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღმოსავლეთ სლავური რელიგიური და ხალხური დღესასწაული ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დაწყებას უკავშირდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-7- მე-8 კლასის მოსწავლეები დღესასწაულის ისტორიას გაეცნენ, ტრადიციებზე ისაუბრეს და შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს.
ბავშვებმა ისაუბრეს ტრადიციებზე, ჩაერთნენ სახალისო თამაშებში და შეასრულეს საინტერესო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში „მასლენიცას“ თოჯინაც გააკეთეს და სადღესასწაულო სურფაც, სლავური ტრადიციების მიხედვით, გაშალეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე გაიმართა მასტერკლასი ბლინების მომზადებისა და ამაში მათ რუსული ენის უფროსი მასწავლებელი მარინა ივანოვნა სიმონიანი დაეხმარა.
ღონისძიებაში ჩართული მე-8 კლასის მოსწავლეები არიან კაროლინა ტოროსიანი, რაისა ნიქოღოსიანი და ლუსიკ სარგსიანი, ხოლო მე-7 კლასის მოსწავლეები - ოგანესიან ვარუჟან, ოგანესიან ვაჩაგანი და ოგანესიან ჰაკობი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა