მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მშობელთა კლუბი „მეგრული სამზადი“, ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ კლუბი სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ოდაბადეს“, ფარგლებში შეიქმნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის საქმიანობა მიმართულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, კერძოდ მეგრული კერძების, მათი მომზადების წესის, რიტუალური გასტრონომიისა და ტრადიციული კულინარიული წეს-ჩვეულებების დაცვასა და აღდგენისკენ.
აღსანიშნავია, რომ კლუბი ხელს უწყობს მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობას ფორმალური და არაფორმალური განათლების ცოცხალ პროცესში.
ამჯერად, სკოლაში გაიმართა კლუბის სამუშაო შეხვედრა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ გასტრონომიის აკადემიის წარმომადგენლებთან.
ცნობისთვის, გასტრონომიის აკადემიის მიზანია გასტრონომიული ტრადიციების მოძიება, აღნუსხვა, შენახვა და განვითარება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შეხვედრამ აქტიურად და ნაყოფიერად ჩაიარა. აღნიშნული აქტივობა გრძელვადიანია და მომავალშიც ითვალისწინებს მსგავსი ხასიათის თანამშრომლობას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
არაქალის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა