მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინკლუზიური განათლების კლუბ - „ტოლერანტის“, წევრებმა გამართეს საინფორმციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან. კლუბის ერთმა ჯგუფმა ისაუბრა დაუნის სინდრომის დღის დაწესებაზე, 21 მარტისა და ჭრელი წინდების მნიშვნელობაზე, დაუნის სინდრომზე და ამ სინდრომის სხვადასხვა შემთხვევებზე, მახასიათებლებზე, ეთიკის ნორმების დაცვაზე დაუნის სინდრომის მქონე პირებთან.
მეორე ჯგუფმა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრა და გამიჯნა მითები რეალობისგან.
მესამე ჯგუფმა კი, დაუნის სინდრომის მქონე ცნობილ ადამიანებზე ისტორიები მოყვა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ნესტან დუმბაძის ხელმძღვანელობით.
ხელოვნების მასწავლებლის - თამარ ფალავანდიშვილის დახმარებით, პატარებმა გაალამაზეს დღე ჭრელი წინდებით.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დასრულდა ვიდეოგზაავნილით - „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები!“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექცია ამაყობს მეხუთე კლასის მოსწავლემ წოვინარ ჩარჩიანის წარმატებით