მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებაში ერთვებიან.
მათ შორის იყო ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი საფეხურის III, IV, V კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სცენაზე მწერლის ზღაპრებიდან, ეპიზოდები გააცოხლეს და სპექტაკლი შესანიშნავად გაითამაშეს.
ღონისძიება სოფლის კლუბში ჩატარდა. სპექტაკლი მაყურებლისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეთა შემოქმედებითობამ დამსწრე საზოგადოება მოხიბლა.
აქტივობა დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლის - ანნა დარბინიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა