მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების ინიციატივით, განხორციელდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
ღონისძიების მიზანი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ღირსებისა და უფლებების დაცვა იყო.
„ამ დღის წლევანდელი მთავარი გზავნილი სტერეოტიპების დამარცხებაა. საზოგადოებაში არაერთი მცდარი მოსაზრება არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ, რაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამ დღეს, მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და თემატური პოსტერები. მე-11 კლასის მოსწავლემ - ლიკა ჭაღალიძემ პრეზენტაცია - „13 მითი და რეალობა დაუნის სინდრომზე“ წარადგინა. მოსწავლეებმა ერთმანეთისაგან გამიჯნეს რომელია მითი და რომელი რეალობა.
„ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას ესწრებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბის ყველა წევრი, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეები, ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებელი მილედი კობალაძე.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი და კლუბის კურატორი თამილა რიონიძე გახლავთ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექცია ამაყობს მეხუთე კლასის მოსწავლემ წოვინარ ჩარჩიანის წარმატებით