მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი (18 წლამდე) – 150 ლარი ერთჯერადად; 4 შვილი – 300 ლარი ერთჯერადად გადაეცემათ, ხოლო მარტოხელა დედის/მამის ერთჯერადი დახმარება 300 ლარით განისაზღვრა.
დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ვ) მარტოხელა დედის/მამის სტატუსი.“.
ასევე, ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 5 შვილი და მეტი, 18 წლამდე შვილი. ყოველთვიურად თითო ბავშვზე 20-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე