მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 და N115 საჯარო სკოლებში მოსწავლეების აქტიურობასა და მათ სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში ჩართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლებში დაკომპლექტებული გუნდები გლდანის გამგეობის ორგანიზებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ თამაში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, გაიმართა და მასში რაიონის 23 სკოლა მონაწილეობდა.
თამაშში პირველი ადგილი N136 სკოლის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილის მფლობელი N115 სკოლა გახდა. მესამე ადგილი კი - N59 სკოლას ერგო.
ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
სკოლებში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსუსრვებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა