მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ახალგაზრდების პროფესიის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მოზარდ თაობას უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება, მიმბაძველობით, სხვისი ინტერესით არჩეული პროფესია, ყოველთვის ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იწვევს. შეიძლება გქონდეს ისეთი არჩევანი, რომელიც, არ გიყვარს, არ გაძლევს შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას - სწორედ ამ მოტივით მოსწავლეებმა საინტერესო კვლევაზე იმუშავეს.
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მეორე სემესტრში, მოსწავლეთა თვითმმართველობა ახორციელებს პროექტს - „პროფესია, რომელსაც ვირჩევ“, რომელიც სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლადაა მიმართული.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ მშობლების ჩართულობა პროფესიის არჩევაში დიდია, რადგან მშობლები ცდილობენ მათთვის სასურველი პროფესია აარჩევინონ შვილებს.
კითხვაზე: არის თუ არა საჭირო მეტი ინფორმირებულობა სხვადასხვა პროფესიაზე? - მოსწავლეების 80%-მა დადებითი პასუხი გასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელება და კიდევ მარავალი აქტივობა გაიმართება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
არაქალის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა