მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატშია! - ერი ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის ქომაგი მასწავლებელი ნანული მიდელაშვილი და მე-4 კლასი, ყიჟინითა და დიდი ზარ-ზეიმით უერთდება.
პედაგოგი ნაკრების გულანთებულ გულშემატკივართა შორისაა, ის სკოლაში დროშით მივიდა, პატარა დროშები ბავშვებს ჩამოურიგა, დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე და მთელი სასკოლო საზოგადოება აიყოლია და სკოლა გამარჯვების სიმღერებით აახმაურა.
„საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩვენი სკოლიდან და მისი უსაყვარლესი კლასი“, - ასე უწოდებენ სკოლაში პედაგოგსა და მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლის ისტორიაში ახალი გვერდი - დიდი გამარჯვების ზეიმის ჩაწერეს.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს გაიმართა მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის, რომელიც „ჩვენების“ დიდი გამარჯვებით დასრულდა და გახდა საგზური ევროპის ჩემპიონატისა, დაიწერა ისტორია, ქართველები პირველად იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე - გამარჯვება რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა