მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლუიზა შარაშიძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, ბავშვების აზრს ყოველთვის ისმენს და ითვალისწინებს.
დირექტორი ლუიზა შარაშიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მასწავლებელს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს თავისი პროფესია და მოსწავლეები, უნდა იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლიანი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მე მჯერა, რომ შეძლებ! მოდი, ერთად ვცადოთ! მიხარია, შენ ეს შეძელი!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმალურად გამოვიყენებდი ჩემს შესაძლებლობებს, ორიენტირებული ვიქნებოდი თვითგანვითარებაზე და ხშირად მივიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა სახის განმავითარებელ, შემეცნებით აქტივობებში.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- არ მინდა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეები სამართლიან და მოსწავლეების მოყვარულ მასწავლებლად მთვლიან.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა გვაქვს, არამარტო საგაკვეთილო პროცესის, არამედ საზოგადო საკითხების მნიშვნელობის თვალსაზრისითაც: ახალი ინიციატივები მოსწავლეებისგან, მშობელთა და განსაკუთრებით სსსმ მოსწავლეების მშობელთა აქტიური თანამონაწილეობა და მხარდაჭერა და რაც მთავარია, ეს თანამშრომლობა ემყარება ურთიერთპატივისცემასა და მიმღებლობას განსხვავებული აზრის, იდეის თუ პიროვნების მიმართ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, თუ როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.