მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამის დასტურია, ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან ჩიქვანაიას არაერთი საინტერესო გაკვეთილი და ფაქტი, რომ სკოლის მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარგად ხატავს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა უნარების გამოვლენაში გადამწყვეტ როლს მასწავლებელი ასრულებს, რომელიც კვალიფიციურად და რუდუნებით ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას.
ამჯერად, 1-ელი - მე-6 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს შთამბეჭდავი ნამუშევრები და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
პატარა შემოქმედები არიან - მე-3 კლასის მოსწავლე ანასტასია გაგუა, ასევე მესამეკლასელი ბარბარე დიხამინჯია, მე-6 კლასის მოსწავლეები - ლიზი ფუთკარაია და იოანა ქაჯაია.
მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს 1-ელი კლასის მოსწავლეებმაც, კომპლექსური დავალების - „საყვარელი აკვარიუმი“, ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებს მასწავლებელი ქეთინო ჩიქვანაია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში