მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ევროპელი ავტორების ნაწარმოებების ერთობლივი კითხვის დღე მოეწყო.
მოსწავლეებმა წაკითხული ნაწარმოებებისგან მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და საინტერესო დისკუსია გამართეს.
მე-10 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“, იმსჯელეს ტექსტში წამოჭრილი პრობლემების შესახებ, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ფაქტები დააკავშირეს 21-ე საუკუნესთან.
შეხვედრის ბოლოს ჩაინიშნა კიდევ ერთი ევროპელი მწერლის, შტეფან ცვაიგის მოთხრობის „ამოკით შეპყრობილის“ განხილვა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს უღვივებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში