საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ისტორიისა და რელიგიის კლუბის გახსნა იზეიმეს
27-03-2024
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, სიმბოლურად, 25 მარტს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ისტორიისა და რელიგიის კლუბი „წამი“ საზეიმოდ გაიხსნა.
კლუბს უხელმძღვანელებენ: მამა კონსტანტინე კობახიძე, მამა დემეტრე ქათამაძე, ისტორიის პედაგოგი- ქეთევან გაბლიშვილი. კლუბში რეგისტრაცია შეუძლია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს.
მის გახსნას ესწრებოდა ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, ბოლნისის მერიის ახალგაზრდული სამსახურის უფროსი გიორგი საცკოვი.
კლუბის მისია, მიზნები და სამოქმედო გეგმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ისტორიის პედაგოგემა - ქეთევან გაბლიშვილმა. კლუბის წევრების სულიერ აღზრდასა და გაძლიერებაზე ისაუბრა მამა კონსტანტინე კობახიძემ.
აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა: ქრისტინე კობახიძემ და ლუკა შაინიძემ წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია „მტრის ურჩი რაინდი“.
მოსწავლე თორნიკე ლეკიშვილმა წარადგინა მოხსენება, ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტის შესახებ, რომელიც ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე 1917 წლის ძველი სტილით 12 მარტს მიიღო.
შეხვედრა დასრულდა აკაკი წერეთელის ლექსით „განთიადი“, რომელიც მოსწავლემ, საბა მანაგაძემ წაიკითხა.
კლასის პედაგოგი ლიკა დევნოზაშვილი გახლდათ.
რელიგიისა და ისტორიის კლუბის გახსნა დალოცა და საზეიმოდ აკურთხა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა.