წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჩემპიონ კურსდამთავრებულს - ირმა ხეცურიანს უმასპინძლეს
27-03-2024
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასისა და ევროპის უამრავი შეჯიბრებების გამარჯვებული, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი - ირმა ხეცურიანი.
ჩემპიონს ამჯერად მშობლიურ სკოლაში უმასპინძლეს. როგორც გვიყვებიან, მსოფლიოში სახელგანთქმულ სტუმარს სკოლის ეზოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი - გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - თეიმურაზ ჭიშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი - რიმა მარგიანი, სკოლის დირექტორი - მაია ქობულია, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ელოდებოდნენ.
მოსწავლეები საყვარელ სპორტსმენს ფოტოებითა და სლოგანებით მიეგებნენ, დაუსვეს კითხვები და სითბო გამოხატეს.
გარდა ამისა, სკოლის ფოიეში, მინი მუზეუმის სივრცეში, ქალაქის ხელმძღვანელობას, სკოლის დირექციასა და ირმა ხეცურიანს შორის საქმიანი საუბარი შედგა.
„მზიანი დღე! არის დღეები, რომელსაც იმდენი ემოცია ახლავს თან, რომ შეიძლება მხოლოდ მზიანი უწოდო.
ასეთი სიყვარულით, მონატრებით, უდიდესი სითბოთი და სიხარულით იყო გაჯერებული დღევანდელი შეხვედა მე-4 საჯარო სკოლაში, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონთან, მსოფლიო თასის და ევროპის უამრავი შეჯიბრებების გამარჯვებულთან, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩთან ირმა ხეცურიანთან შეხვედრა.
ქალბატონი ირმა დაინტერესდა იმ სასიკეთო ცვლილებებით, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესით და განაცხადა, რომ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ხშირად მოინახულებს საყვარელ ქლაქს და სკოლას.
ქალბატობმა ირმამ მოინახულა მშობლიური კლასი, შეხვდა თავის პედაგოგებს და მოსწავლეებს და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები. წარმატებები ჩვენს საამაყო და უსაყვარლეს ჩემპიონს“,- ამბობენ სკოლაში.