მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ნაზიბროლა გულბანი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მასწავლებლობა ოცნების პროფესიაა. პედაგოგი მოსწავლეებისთვის სამართლიანი და მიუკერძოებელია. მათ ყოველთვის წინსვლისკენ უბიძგებს და მხარდაჭერას უცხადებს. ბავშვებისგან მიღებული სიყვარული და პატივისცემა მისთვის ყველაზე დიდი წარმატებაა.
სკოლის პედაგოგი ნაზიბროლა გულბანი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უყვარს ბავშვები და თავისი პროფესია, ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე, ემპათიურია.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მიზან-შედეგობრივ შესაბამისობას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გთხოვ... შენ ყველაფერს შეძლებ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმალურად გამოვიყენებდი სკოლის რესურსს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- სამართლიანი, მიუკერძოებელი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სიყვარულით და მადლიერებით გაჯერებული უკუკავშირი მოსწავლეების მხრიდან.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჩემი ბავშვობის და მთელი შეგნებული ცხოვრების ინტერესიც და სურვილიც მასწავლებლობაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.