მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო დღეებს სთავაზობენ.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ლეილა ბერიძის ორგანიზებით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
პედაგოგი მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ძირითადი მიმართულება და დანიშნულება მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის (SDG) მიღწევის მხარდაჭერაა, რათა 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში