მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოფიო ქუთათელაძე ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი და გეოგრაფიის პედაგოგია, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და კომუნიკაბელურობა მისთვის ის მთვარი თვისებებია, რაც კარგ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს - ამ ღირებულებებით კი ცდილობს იყოს სამაგალითო ლიდერი და მოსწავლეებისთვის საყვარელი მასწავლებელი, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევაა უყვარდეს მოსწავლეებს და იყვნენ წარმატებულები.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედგაოგ სოფიო ქუთათელაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- კლასში იყოს უსაფრთხო და შემოქმედებითი გარემო, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- როგორ გგონიათ? გამოთქვით თქვენი მოსაზრება
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობდი საგნებს, რომლებიც ჩემი მომავალი პროფესიის დასაუფლებლად დამჭირდებოდა
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- პასუხისმგებლიანი და თავის საქმეზე შეყვარებული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვების სიყვარული და მათი წარმატება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.