მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში - „ხარ თუ არა მე-3 კლასელზე ჭკვიანი?“
თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„გუნდების შეუპოვარი გონებრივი ბრძოლა და ბედნიერი ბავშვები“,- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში.
ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - სოსლან სურმანიძემ გაუწია.
იხილეთ ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში