მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯეირან ზაქარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის პედაგოგია, მისი აზრით, კარგი მასწავლებელი
სამართლიანი, ემპათური და გულწრფელი უნდა იყოს - ამ ღირებულებებით, კი ცდილობს ბავშვობის ოცნებას ღირსეულად გაჰყვეს და თავისი წვლილი შეიტანოს განათლებული თაობების აღზრდის პროცესში.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ჯეირან ზაქარაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სამართლიანობა, ემპათია და გულწრფელობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- რომ მოსწავლეები მუშაობენ ესგ-ის მიზნების მიხედვით.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გავაანალიზოთ ტექსტი.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- იმავე გზას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ, როგორც მომთხოვნ მასწავლებელს.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყოველი დღე წარმატებულია, როცა დასახულ მიზანს ვაღწევ გაკვეთილზე.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ქართული ენის წარმოშობის საკითხი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.