მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანის საჯარო სკოლას დირექტორი ზვიად ველიაძე ღირსეულად უძღვება.
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს.
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ყოველ დღეს რომ უკეთესი ხდება იმის საფუძველზეც ასკვნის, რომ გუშინ ბევრად სუსტი იყო, ვიდრე აწმყოში და ასე დაუსრლებლივ. 1. თვითკრიტიკულობითა და შრომის სიყვარულით მოღვაწეობა; 2. აზროვნების მუდმივად ღვთაებასთან, სამყაროსეულ წესრიგთან შეთანხმების მცდელობა; 3. მუდმივად უპირობო სიყვარულის და დამოკიდებულებების ხორცშესხმა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- წესრიგს, ღმერთსა და ადამიანს შორის უპირობო სიყვარულით შექმნილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ხშირად მაოცებ...მაკვირვებ, როგორ შეძელი!!... უღრმესი მადლობა ფიქრისთვის, ანალიზისთვის, ფურცელზე გადატანისათვის...მე შეცდომებს ვუშვებ და თქვენგან საოცარ რაღაცებს ვსწავლობ...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ირგვლივ არსებულ „მტვერზე“ და საკუთარ ტანსაცმელზე ფიქრს მთლიანად გადავდებდი, თვითშემეცნებაში ჩავიძირებოდი და შესაძლოა აბიტურიენტობაზეც უარი მეთქვა, რადგანაც სტუდენტობისას გონიერთაგან დაპროგრამებისგან თავი მეხსნა..
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- თუ გამომიცნეს, ე.ი. არასწორად ვმუშობ. კარგი მოსწავლეები კრიტიკულად შემაფასებენ ე.ი. არ დაპროგრამდნენ და ეს შესანიშნავია.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სტუდენტობას და სხვადასხვა სფეროს შემდგარი მოსწავლეები, რომლებმაც სკოლას გაუსწრეს...
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- კოსმოსში გატყორცნილი სიტყვა და ფოტონი უსასრულოდ თუ იმოგზაურებდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.