სიახლეები
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიას შეუერთდა
28-03-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლა საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიას შეუერთდა, რომლის ფარგლებში სპეციალურმა მასწავლებელმა ირინა შავაძემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი, რეალური ინფორმაციის მიღების საფუძველზე, საზოგადოებაში არსებული მითებისა და სტერეოტიპების მსხვრევა იყო.

„საზოგადოებაში არაერთი მცდარი მოსაზრება არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ, რომელიც სინამდვილეს არ შესაბამება. აღნიშნულ ფაქტს საფუძვლად არასრული ინფორმაციის გავრცელება უდევს, რომელიც არც რეალობაზეა დაფუძნებული და არც სამეცნიერო კვლევებზე“,- ამბობენ სკოლაში. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება - ინსტრუქცია

ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია - იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების სქემები

პიროვნება
სკოლები

„ვუსურვებ, რომ ღირსეულად ემსახურონ ოჯახს, სამშობლოს და გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები“-ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი აბიტურიენტებს მიმართავს

მათ შორის არიან აბიტურიენტები ტარიელ კვასტიანი და ირაკლი ჯაჭვლიანი 

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება