მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელ ხათუნა ქვარიანს თავისი პროფესია განსაკუთრებულად უყვარს. მას პედაგოგობა ბავშვობიდანვე სურდა, დღეს კი ოცნებაახდენილი მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა სიყვარული და მათთან მეგობრული ურთიერთობა. ბავშვებთან სწორედ თბილი მიდგომებით გამოირჩევა.
ხათუნა ქვარიანი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მეგობრული, თავისი საქმე უყვარდეს, უყვარდეს მოსწავლეები.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- წესების დაცვით, ნორმალურად ჩატარებულ გაკვეთილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მეტი ყურადღებით შევისწავლიდი ჩემს საგანს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მწამს, ვუყვარვარ ყველა ჩემს მოსწავლეს.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი მოსწავლე კითხულობს გაწაფულად.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ