მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
21 მარტს, თივის საჯარო სკოლაში, ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებლებმა - ქეთევან ჯიბღაშვილმა და მაკა ტურიაშვილმა, ასევე ბიოლოგიის პედაგოგმა - ია ჟონჟოლაძემ ინტეგრირებული პროექტის - „ამეტყველებული ბუნება ქართულ ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში“ პრეზენტაცია მოაწყვეს.
პროექტი განხორციელდა მე-4, მე-5 კლასების ბაზაზე. მთელი პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ, სამუშაო პროცესი ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ქართული ენის კათედრისთვის შექმნეს ხელნაკეთი წიგნები - „ვაჟა“, სადაც ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებებიდან არის გადატანილი და გაცოცხლებული პერსონაჟები, ასევე ბუნებისმეტყველებისთვის - „ბუნება ჩვენი მკურნალია“, სადაც წარმოდგენილია ტყის მცენარეები, რომელებსაც სამკურნალო საშუალებად ვიყენებთ.
21 მარტი, როგორც ტყის საერთაშორისო დღე, ასევე, ხის დარგვის საერთაშორისო დღეცაა. ამიტომ ამავე დღეს, მოსწავლეებმა იზრუნეს ეზოს გამწვანებაზე და ჩვენი სკოლის ეზოს კვიპაროსის ხეები შემატეს.
სკოლაში მადლობას უხდიან სკოლის დირექტორ გიორგი ხატიაშვილს, ხელშეწყობისა და პროექტის მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში