მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პირველ კლასში მასწავლებელმა - მაია ბურდულმა შემეცნებითი აქტივობები განახორციელა.
მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ერთად, დაუნის სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია, მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ არ ითვლიან ქრომოსომებს.
„ჩემი მოსწავლეებისთვის ამ ინფორმაციის გაცნობის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა, მიმღებლობა და საზოგადოებაში მათი სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა“,- ამბობს პირველი კლასის მასწავლებელი მაია ბურდული.
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტი დაწესდა დაუნის სინდრომის დღედ. 2012 წლიდან ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. მსოფლიო ყოველწლიურად განსაზღვრავს სლოგანს. ამ სლოგანის მიხედვით გაეროს შტაბბინაში ტარდება კონფერენცია. უთვალავი წინდის ტრადიცია მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში