მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო, საგანმანათლებლო ღონისძიებები აქტიურად ეწყობა.
ამჯერად, მოსწავლეები პროექტში - „ჩვენ ვირჩევთ კითხვას“ მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებში, მე-8 ა და მე-8 ბ კლასების მოსწავლეებმა დათო ტურაშვილის, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები წაიკითხეს და მათ შესახებ იმსჯელეს.
ბავშვებმა თავიანთი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მათ ასევე აღნიშნული ნაწარმოებების მიხედვით, პატარა სცენარიც გაითამაშეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში