მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას, ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლი - „ურჩხული და მზეთუნახავი“ ნახეს.
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს. სცენასთან ახლო ყოფნა და პირდაპირ ცოცხალი ადამიანების ყურება ძალიან ემოციურია. ამასთან ერთად, მოსწავლეები ეჩვევიან და სწავლობენ თეატრში ქცევის წესებს“,- აღნიშნავენ სკოლაში სადაც მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ.
სადამრიგებლო აქტივობას დამრიგებლები - ხათუნა უსტიაშვილი, შორენა ბერიძე და ირმა რიონიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია - იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების სქემები
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
„თუ სკოლაში კარგად იმეცადინებ აუცილებლად შეძლებ გამოცდების მაღალ ქულებზე ჩაბარებას“
მომხსენებლის რანგში აუდიტორიის წინაშე წარდგნენ სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგი სალომე ქობალია
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...