მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის, პიპილეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, იღვწის, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებლები, დირექციასთან ერთად, ცდილობენ ბავშვებს შესთავაზონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მათ თვალსაწიერს გააფართოვებს და მისცემს საშუალებას, მიღებული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინონ.
სწორედ ამიტომ, პიპილეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემატური ღონისძიება თუ აქტივობა ტარდება და ერთ-ერთი მათგანი პოეზიის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
„ჩვენ ვკითხულობთ ქართულ პოეზიას“ - ახლახან ჩატარებული ღონისძიების მიზანი გახლდათ მოსწავლეთა თვითგამოხატვის მხარდაჭერა და პოეზიის პოპულარიზაცია;
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვა ლექსებში ჩაქსოვილი პოეტთა ჩანაფიქრის შესახებ.
პიპილეთის საჯარო სკოლაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდა თაობაში პოეზიის მიმართ სიყვარულს გაზრდის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში