სიახლეები
სკოლები

თაობა, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს - ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მზიანი ღონისძიება“ მოაწყვეს
28-03-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.

სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც კიდევ ერთი გზავნილი გახლდათ - რომ მეგობრებმა ქრომოსომები კი არ უნდა ითვალონ, არამედ თესონ სიკეთე და სიყვარული. 

ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის კედლები სხვადასხვა თემატური პოსტერებით მორთეს, ფერადი წინდებით სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ, შეახსენეს ყველას, რომ მათი თაობა ამსხვრევს სტერეოტიპებს.

იმ დღეს სკოლაში მზე განსაკუთრებულად ანათებდა - ჰაერში მეგობრობის საოცარი სურნელი ტრიალებდა, რომელსაც ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მოწყობილი დღე-სასწაული სიყვარულით, ტოლერანტობითა და ემპათიით „ატკბობდა“.

პროექტის მიზანი კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება - ინსტრუქცია

ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია - იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების სქემები

„თუ სკოლაში კარგად იმეცადინებ აუცილებლად შეძლებ გამოცდების მაღალ ქულებზე ჩაბარებას“


გამოქვეყნდა გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

„თუ სკოლაში კარგად იმეცადინებ აუცილებლად შეძლებ გამოცდების მაღალ ქულებზე ჩაბარებას“


მომხსენებლის რანგში აუდიტორიის წინაშე წარდგნენ სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგი სალომე ქობალია

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება