წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებისთვის, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასვლითი ღონისძიება მოეწყო
28-03-2024
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები, დირექტორის მოადგილე - გ.ჩიხლაძე, მასწავლებლები - მ.ზიბზიბაძე, ნ.შვანგირაძე წყალტუბოს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდ ნაგებობას ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათი მიზანი გეოგრაფიული გარსის მთლიანობის აღქმა, მდგრადი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრება, გარემოზე - კერძოდ წყალზე, ადამიანის საქმიანობის შედეგების შეფასება იყო.
ობიექტის ტერიტორიაზე სასკოლო საზოგადოების მეგზური ედიშერ გედენიძე გახლდათ. მან საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესი - თუ როგორ ხდება Ჩვენი ქალაქის მოხმარებული საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლებით დაბინაძურებული მდინარე წყალტუბოსწყალის გაწმენდა ყველას საინტერესოდ და დეტალურად გააცნო.
„მდგრადი განვითარების VI მიზანია სუფთა წყალი და სანიტარია. გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე წყლის რესურსების რაციონალური მართვა და გამოყენება ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. წყალტუბოს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა სრულად აკმაყოფილებს წყალტუბოს როგორც არსებულ, ისე უახლესი პერსპექტივის მოთხოვნას. ამ ობიექტის ფუნქციონირება ეკოლოგიურად ჩვენი ქალაქ - კურორტისთვის მნიშვნელოვანია.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ობიექტი“,- ამბობენ სკოლაში.