მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, საქმისმწარმოებელი თეა ბჟალავა პროფესიის სიყვარულითა და საგნის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში დისციპლინის დაცვა, რასაც ახერხებს კიდეც. მოსწავლეებს ყოველთვის გულისყურით უსმენს და მათ აზრს ითვალისწინებს. ის, ასევე დიდ ყურადღებას აქცევს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურად ჩართვის საკითხს, ამიტომ მათ საინტერესო, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს.
თეა ბჟალავა etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგნის მეცნიერული და საფუძვლიანი ცოდნა, პიროვნული ურთიერთობები მოსწავლეებთან, პროფესიული უნარ-ჩვევები.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყურადღებით მოსმენასა და ქცევის წესების დაცვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გქონდეს მოსმენის უნარი.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მომავალ პროფესიას დავეუფლებოდი პროფესიულ სასწავლებელში.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- რასაც დავიმსახურებდი ალბათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსწავლთა თვალსაწიერიდან რთულია.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ..
- მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება და მათი აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- როგორი იყვნენ ჩემი მასწავლებლები ოჯახში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.