TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ნინო წერეთელი აბიტურიენტებს მიმართავს! - ეს უნდა გაითვალისწინოთ
04-04-2024
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს, 4 აპრილს 18:00 საათზე სრულდება. აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი აძლევს მითითებებს და აფრთხილებს, რომ აუცილებლად უნდა შეინახონ ის ხუთნიშნა კოდი, რომელიც რეგისტრაციის ბოლოს ეგზავნებათ მობილურ ნომერზე.

რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას და რა ინფორმაციას ვეღარ შეცვლიან 4 აპრილის შემდგომ, დეტალებზე NAEC-ის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსურველებს არ გაუჭირდეთ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი.

გვაქვს ვიდეო ინსტრუქციები, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი, (გამოქვეყნებულია ცენტრიც ვებ-გვერდზე), ასევე  ცხელი ხაზი მუშაობს ამ მიმართულებით და მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ჩვენს ოპერატორებთან, ამასთან ვატარებთ ღია კარის დღეებს და პირადად ვხვდებით აბიტურიენტებს.

რაც შეეხება უშუალოდ რეგისტრაციას - პირველ რიგში აუცილებელია პირადი ნომერი, ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია სწორად აირჩიოთ საგამოცდო ქალაქი. თქვენ იცით, რომ 12 საგამოცდო ქალაქი არსებობს - 2024 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

ამ ჩამონათვალს აპლიკანტები თავად ნახავენ რეგისტრაციისას. მნიშვნელოვანია, ის ინფორმაცია, რომ 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა.

აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ სასურველი უმაღლესები და საგანმანათლებლო პროგრამები თუ საჭიროება აქვთ მონიშნონ სპეციალური პირობები. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რეგისტრაციის დასრულებისას აუცილებლად უნდა დააჭირონ ხელი შენახვის ღილაკს. სწორედ ამის შემდგომ მიუვათ მათ ხუთნიშნა კოდი იმ ნომერზე, რომელიც რეგისტრაციის დროს აქვთ მითითებული. ეს არის კოდი, რომელიც ერთის მხრივ გვაჩვენებს, რომ რეგისტრაცია დასრულებულია და მეორეს მხრივ, კოდს აბიტურიენტებს სხვა დროსაც გამოიყენებენ -  საგნების ცვლილებების, უმაღლესების შესაცვლელად დ ა.შ. ამიტომ ძალიან დიდხანს, აგვისტოს შუა რიცხვებამდე ეს კოდი დასჭირდებათ“, - განაცხადა ნინო წერეთელმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება