მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარეხი ჯანგებაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია, რომლისთვისაც ობიექტურობა, პროფესიონალიზმი და ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც კარგ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს - ამ ღირებულებებით, მოსწავლეებს შედეგზე ორიენტირებულს სასწავლო გარემოს უქმნის, მათ ხარისხიან სასწავლო პროცესს სთავაზობს და დიადი გეგმებით, თავის პროფესიას ღირსეულად ემსახურება.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მარეხი ჯანგებაშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, კომუნიკაციის უნარი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ქცევის წესების დაცვას, ერთმანეთის მოსმენის უნარს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მოვუსმინოთ ერთმანეთს.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმალურად გამოვიყენებდი ამ დროს მომავალი მიზნების განსახორციელებლად.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ მოსწავლეები...
- სამართლიანი, ობიექტური და გამგები.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიმიღწევია...
- სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობა.
- მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა..
- ისტორია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.