მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
მათ შორის აღსანიშნავია, მრავალფეროვანი გუნდურ-ინტეგრირებული გაკვეთილი.
გაკვეთილი ისტორიის და ხელოვნების ინტეგრირებით წარიმართა.
გუნდებმა ძველი ეპოქების: შუმერების, ბერძნების, ეგვიპტელების და რომაელების ხანაში იმოგზაურეს, ამ ცივილიზაციათა შთაგონებით 20 წუთში ეპოქის შესაბამისი სამოსის დიზაინები შექმნეს და შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულმა გუნდმა იმდენად შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნა, რომ ჟიურის ნომინაციებში გამარჯვებულების არჩევანის გაკეთება გაუჭირდა.
აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა სიგელი. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა ხალისით იყო ჩართული აქტივობაში.
სკოლაში დიდ მადლობას უხდიან ისტორიის პედაგოგ ნინო ნინიაშვილს, ხელოვნების პედაგოგ ვერიკო გოცირიძეს ინიციატივისთვის, ასევე მოსწავლეებს, მშობლებს, დირექციას და დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში