მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნათია დევიძის ხელმძღვანელობით, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ევროპელი ავტორების დღე აღინიშნა.
ამ დღეს, მოსწავლეებმა სკოლაში, რამდენიმე ევროპელი მწერლის ბიოგრაფიის, მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და მათი ნაწარმოებები საინტერესოდ განიხილეს.
ბავშვებმა იმსჯელეს და ერთმანეთს წაკითხული წიგნებისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში