მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნინო მამიჯანაშვილი შრომისმოყვარე, ყურადღებიანი და პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში. სწორედ ამიტომ, მათ ყოველთვის საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს და პოზიტიურ გარემოს სთავაზობს. პედაგოგი ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მათ ყოველთვის უსმენს და თითოეულის აზრს ითვალისწინებს.
ნინო მამიჯანაშვილი Etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კარგი მასწავლებელი უნდა იყოს ყურადღებიანი, შრომისმოყვარე და უპირობოდ უყვარდეს აღსაზრდელები.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- პოზიტიურ სასწავლო გარემოს, გაკვეთილს სადაც მოსწავლე თავს დაცულად გრძნობს და სწავლა-სწავლების პროცესი არის თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გავიხსენოთ, შენი აზრით.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ამ კითხვაზე ალბათ ჩემმა მოსწავლეებმა უნდა გიპასუხოთ, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ მათგან სიყვარულს და პატივისცემას.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ბავშვებთან ურთიერთობის ყოველი დღე წარმატებულია.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- განსაკუთრებით მათემატიკა მაინტერესებდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.