მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოწვევებში და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.
ამჯერად, მე-11 და მე-12 კლასელები: თეკლა ცხადაძე, ანი მარდალეიშვილი, გიგი ფხაკაძე, გიორგი ქათამაძე, ერეკლე კალატოზი და მირიან ფაიქიძე, ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა GELi - საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის ორგანიზებით, საქართველოში 2023 წლიდან ტარდება.
ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში. იგი დაარსდა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი.
ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე ტარდება 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 4 000-მდე მასწავლებელი და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.
ოლიმპიადის სკოლის რაუნდი 17, 18 და 19 მარტს ჩატარდა - 17 მარტს თბილისის სკოლებისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში, 18 და 19 მარტს კი საქართველოს სხვა სკოლებისთვის სკოლებში.
ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება.
სკოლაში მოსწავლეების წარამტებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებას და ეროვნულ და შემდგომ საერთაშორისო ფინალურ რაუნდებში გამარჯვებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში