მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს სასაწავლო შედეგის მიღწევას“,- ამბობს ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ნაზი ქამადაძე, რომლის მთავარი საზრუნავი წარმატებული და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაა.
ამისთვის ის ძალასა და ენერგიას არ იშურებს და შესაბამისად, სკოლაში თითოეული მოსწავლის ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამჯერად, სკოლის ხელმძღვანელმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუს უპასუხა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საგნის კარგი ცოდნა, პასუხისმგებლობა, მოსწავლეებთან პოზიტიური დამოკიდებულება.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სასაწავლო შედეგის მიღწევას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ, ოქროები მყავხართ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ერთ წუთს უქმად არ დავკარგავდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- შრომისმოყვარე, ენერგიული, მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- კომპლექსური დავალების შესრულებისას კლასის ყველა მოსწავლის ჩართვა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- წიგნების კითხვა და მოგზაურობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.