მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ისინი, 28 მარტს, მინი ფეხბურთში, გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. ტურნირი ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ ღონისძიებაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ ტურში ერთმანეთს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის და N2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მოიპოვა. მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ვლადიმერ შავიძე გახლავთ.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ანდრია კვინიკაძე, საუკეთესო ბომბარდირად - ანდრია კვინიკაძე, საუკეთესო მეკარე კი ნიკოლოზ ბექაური გახდა.
გიმნაზიაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში