მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად მონაწილეობენ.
ახლახან, IX, X, XI, XII მოსწავლეები ეკონომიკის ოლიმპიადას შეუერთდნენ. აღნიშნული პროექტი ეკონომიკური განათლების ინსტიტუტმა (INEV) ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს დაარსა, 2017 წლიდან კი საერთაშორისო პროექტი გახდა.
ოლიმპიადის სასკოლო რაუნდს ორგანიზებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათელა ირემაძე უწევდა. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში. აღნიშნულ ოლიმპიადაში 14-დან 13 მოსწავლე ჩაერთო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში