მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებითა და საინტერესო გამოწვევებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საოცნებო ქალაქი „ააშენეს“.
აღსანიშნავია, რომ II კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია თანამედროვე მწერლის, გიორგი კეკელიძის ნაწარმოები - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“, რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და ბევრი იხალისეს, ისინი ავტორის სხვა ზღაპრებსაც დიდი ინტერესით გაეცნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმდენად დიდი იყო ინტერესი, მასწავლებელმა დაგეგმა პროექტი - „ჩვენ ვაშენებთ საოცნებო ქალაქს“.
პროექტის ფარგლებში, მასწავლებელი დაუკავშირდა ავტორს, რომლის ვიდეომიმართვამაც დიდი მოტივაცია მისცა ბავშვებს.
მწერლის მიმართვითა და შემოქმედებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ააგეს ბავშვთა ქალაქის მაკეტი, დახატეს მათი საოცნებო ქალაქი და წერილები მიწერეს ავტორს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ძალიან ნაყოფიერი და შემოქმედებითი გამოდგა. მას მენტორი პედაგოგი მზევინარ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში