მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალა მეგრაბიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორია, პროფესიონალი და პასუხისმგებლობიანი ლიდერი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებს მარალი ხარისხის განათლება შესთავაზოს და თავისი წვლილი შეიტანოს, განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობის ფორმირებაში.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ალა მეგრაბიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- დისციპლინა საკლასო ოთახში ხარისხიანი განათლების საწინდარია.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- კარგად დაფიქრდით! იმსჯელეთ! რატომ ფიქრობთ ასე?
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ მათემატიკას ავირჩევდი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების სიყვარული და ნდობა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საბუნებისმეტყველო საგნები, დიდი აღმოჩენები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში