მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „მუნჯი კინო და ჩაპლინი“.
ღია გაკვეთილი, საგან მუსიკაში, პედაგოგის ქეთევან პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
V კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მუნჯი კინოს ისტორია და ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფია. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა თემატურმა გამოფენამ სადაც მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები, თოჯინები და ფოტოები იყო წარდგენილი.
ნამუშევრების შემქმნელები არიან: ნ.ვანციანი, თ.ქვრივიშვილი, ი.ვანციანი, ბ.ჭოტაშვილი, მ.ჯალიაშვილი, ლ.ღვედაშვილი და ბ.კუსრაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე, პატარა არტისტებმა: დ. ფათალიშვილმა, ბ. კუსრაშვილმა და მ.ჯალიაშვილმა განასახიერეს პერსონაჟები ფილმიდან: „პატარა მაწანწალა“, „ფაბრიკა“, და „ოქროს ციებ- ცხელება“.
ბოლოს კი, ნ.კორაშვილმა შეასრულა მაიკლ ჯექსონის სიმღერა, რომელიც შეიქმნა ჩაპლინის დაწერილ მელოდიაზე - „Smile“ და აჩვენეს ფრაგმენტები ფილმიდან - „ახალი დროება“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში