მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N92 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებში და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.
ამჯერად, IX-XI კლასის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმამ - „ფინედუ“ უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკში. მოსწავლეებმა მიიღეს ბევრი საჭირო ინფორმაცია ფინანსური რესურსების დაზოგვის, ბიუჯეტირების, საბანკო პროდუქტების, ზოგადად ფინანსური სისტემის, მისი უსაფრთხოებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო და იმსჯელეს მათთვის აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე.
სკოლა მადლობას უხდის ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ - „ფინედუსა“ და მის ტრენერს - სოფო მამნიაშვილს საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ინიციატორი სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა გიგაური იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში