სიახლეები
სკოლები

ახალი საყულიის საჯარო სკოლა ნორჩ მხატვარს -  მე-8 კლასის მოსწავლე ნინი ლიპარტელიანს გვაცნობს
29-03-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭს, მათ შრომასა და მონდომებას ძალიან აფასებენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში პროექტი - „მიეცი ნიჭსა გზა ფართო“ დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ნიჭიერ მოსწავლეებს გააცნობენ. ერთ-ერთი მაგთანი ნორჩი მხატვარი, მე-8 კლასის მოსწავლე ნინი ლიპარტელიანია, რომლის შემოქმედებამაც სასკოლო საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

სკოლის ხელოვნების კათედრისა (ხელმძღვანელი თამარ ტოლაძე) და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ნინის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. თვითმმართველობის თავმჯდომარემ - თათია სვანაძემ ნინი ლიპარტელიანთან პატარა ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მხატვარმა თავისი შემოქმედების, ემოციების, მომავლის ხედვის შესახებ გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხატვა პატარა ასაკიდან დაიწყო. მისი პირველი შემფასებლები იყვნენ მშობლები.

ნორჩ მხატვარს მოსწონს, როცა პროფესიულ უკუკავშირს იღებს, ასე უფრო ვითარდება და იზრდება. ხატავს, როცა კარგი განწყობა აქვს, რადგან ეს ნახატზეც აისახება, მომავალზე ბევრს ფიქრობს და სურს, რომ მხატვარი გამოვიდეს.

„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ნინის შემოქმედებით გზაზე“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეწყვეტილი იქნება - დეტალები

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რომელ დეპარტამენტს ეხება ცვლილება

ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში

სკოლაში არ ივიწყებენ ისეთ თარიღებს, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

აგანის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს ცხოვრების ყველა ეტაპზე

ვიქტორინა მესამეკლასელების დამრიგებლის, ქეთევან გულიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა

ბავშვებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ მშობლიურ ენას დაცვა სჭირდება

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება