მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას ასწავლიან.
ახლახან, სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და უკეთ გაიაზრეს წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობა. მასწავლებელმა უსაფრთხო წყლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსწავლეებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდა.
ბავშვები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და თემატური ნახატები შექმნეს და გააფერადეს.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ძირითადი მიმართულება და დანიშნულება მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის (SDG) მიღწევის მხარდაჭერაა, რათა 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში