მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრება“ საინტერესო პროექტი ჩატარდა. პროექტში VII კლასის მოსწავლეები: თემურ ლასარეიშვილი, ილია ლასარეიშვილი, გიორგი მიგინეიშვილი, ელისაბედ მიგინეიშვილი, ანანო ნოდია და თათული ოთხოზორია მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა, სკოლაში, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს, სადაც ისაუბრეს სწორი კვების, ფიზიკური აქტივობის, მავნე ჩვევების შეცვლისა და ძილის რეჟიმის მნიშვნელობის შესახებ.
მათ ისიც აღნიშნეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ კონკრეტულ პრინციპებზე დაყრდნობით ცხოვრება, არამედ, პირველ რიგში, გააზრებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ასევე მოიაზრებს კარგი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანსაღ ურთიერთობებს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს, რაც სხვებსაც გაუზიარეს.
მსგავსი პროექტები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.
იხილეთ პროექტის ბმული
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში