მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიან ერონულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს, 4 აპრილს, 18:00 საათზე სრულდება და როგორც უკვე ცნობილია, ეროვნულ გამოცდებზე გასვლა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდგომ არაერთი კითხვით მოგვმართეს მოსწავლეებმა, მათ შორის: ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციისას ხომ არ იყო განსხვავებული პირობები მათთვის, საგნის თანხა მათთვისაც 10 ლარი იყო თუ არა, წელს მიღებული ქულები ხომ არ იმოქმედებდა მომვალ წელს, შეიძლებოდა თუ არა ქულის შენახვა და ა.შ.
ინტერესიდან გამომდინარე ვაზუსტებთ, რომ რეგისტრაციის პროცესი ყველა მსურველისთვის ერთი და იგივეა. თითოული საგამოცდო საგნის ღირებულება კი 10 ლარია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, რომლებსაც წესით არ ეკუთვნით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გავსლა, მიღებულ შედეგებს ვერ გამოიყენებენ. არც გამოცდაზე მიღებული ქულა შეინახება და არც რაიმე გავლენა ექნება ამ შედეგს მომავალი წლისთვის.
ნინო წერეთელი აბიტურიენტებს მიმართავს! - ეს უნდა გაითვალისწინოთ
NAEC-ში განმარტავენ, რომ მე-11 კლასელების შედეგები არც კონკურსზე მოქმედებს და არც გრანტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ სრული განათლება. შესაბამისად, ეროვნულებზე მეთერთმეტე კლასელების გასვლის მიზანი, როგორც საკუთარი თავის გამოცდა, ისე გამოცდილების მიღება შეიძლება იყოს და სხვა არაფერი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური