მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება, რომლებშიც ბავშვები ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
გამონაკლისი გაზაფხული დღესასწაულებიც არ ყოფილა, რომლებიც მესამეკლასელებმა პედაგოგ ნინო თავბერიძის ხელმძღვანელობით, მშობლებთან ერთად ღონისძიებით აღნიშნეს.
ბავშვებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მეტად ემოციური გახადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისგან გამოწვეულმა ემოციებმა. საფეხბურთო ნაკრების ამ მიღწევას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.
„ღონისძიება დააგვირგვინეს სიხარულის ემოციების გამოხატვით, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა მიანიჭეს მთელ საქართველოს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება
მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი