მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე, განსაკუთრებით კი, ტექნოლოგიების დადებით და უარყოფით ზეგავლენაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
სკოლაში აღინიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა ეკრანისა და ინტერნეტის გარეშე, ეკრანი გახდა შემოსავლის, გართობის, კომუნიკაციის მთავარი წყარო ადამიანებისთვის, რომლის ხშირმა მოხმარებამ ბევრი ჩვენთაგანი მათზე დამოკიდებული გახდა. განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდთა დამოკიდებულება ეკრანზე, ინტერნეტზე და აზარტულ თამაშებზე... სამწუხაროდ, ეკრანზე და ინტერნეტზე დამოკიდებულება XXl სს-ის სენად მიიჩნევა - სწორედ ამ გამოწვევაზე, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის თემა - „ეკრანდამოკიდებულება“, გახლდათ, რომელიც სკოლაში ინგლისურის პედაგოგმა ციალა გოგიტიძემ და Vlll - კლასის მოსწავლემ გიგა გოგიტიძემ, წარადგინეს.
მომხსენებლებმა, გამოკვეთეს თანამედროვე ტექნოლოგიების როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ფაქტორები და სასკოლო საზოგადოებას ახალი და საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.
სკოლაში მათ გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან და წარამატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება
მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი