მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და თემის ისტორიის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ხორციელდება პროექტი - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მალვინა ზოიძე.
ამჯერად, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სოფლის მემატიანეს, ოთარ ცინარიძეს ესტუმრნენ. აღსანიშნავია, რომ ის აგროვებს ინფორმაციას აჭარელი გმირი ქალების შესახებ წიგნის - „ქალი აისის გვირგვინის“, გამოსაცემად.
მემატიანემ, მოსწავლეებს არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, მოუყვა ცნობილი თუ უცნობი ქალების ისტორია და მათი საგმირო საქმეები.
მოსწავლეები მოხარულები არიან, რომ ასეთი დიდებული საქმის გაშუქება მოასწრეს და გაეცნენ ძალიან საინტერესო ცნობებს.
„გვიხარია, რომ პირველები ვართ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ასეთი დიდებული საქმის გაშუქება მოვასწარით... ძვირფასი მადლობა ბატონ ოთარს გულწრფელობისთვის! წარმატებებს ვუსურვებთ ამ დიდ და ღირსეულ საქმეში“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება
მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი